სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის მატრიცის (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.
განხილვას სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის წევრები, საქართველოში ევროკავშირის დელეგატები და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ENPARD III პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ დახმარების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ENPARD III პროექტის ფარგლებში, საქართველო ევროკავშირისგან დაახლოებით 80 მლნ ევრომდე საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დახმარების შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე მოეწერება.