1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4038 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4038 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3943 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0095 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.5718 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5751 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0033 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.