2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ისრაელიდან ჯამში საქართველოს 1 298 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.
როგორც შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია 2015 წელს მოხდა. კერძოდ, 2015 წელს 489 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ისრაელის სახელმწიფოდან საქართველოს 268 მოქალაქის, 2014 წელს 192-ის, 2013 წელს 241, ხოლო 2012 წელს 108 საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.