საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომლის გარკვეულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს თავშეკავებას ურჩევს.
ბრიტანელი ტურისტებისთვის სახიფათო, ნაკლებად სახიფათო და უსაფრთხო ქვეყნების ახალი რუკა ბრიტანეთის საგარეო უწყებამ 20 აპრილს, პარიზში, შანზ-ელიზეზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად გამოაქვეყნა.
უწყება ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ პარიზში ყოფნისას.
ქვეყნები, რომელშიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი ქვეყნის
მოქალაქეებს მოგზაურობას არ ურჩევს:
ავღანეთი, ბურკინა ფასო, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, ერაყი, ლიბია, მავრიტანია, ნიგერია, პალესტინის ტერიტორიები, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ტუნისი, იემენი.ქვეყნები, რომელთა გარკვეულ ტერიტორიაზე მოგზაურობისგან დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს თავშეკავებას ურჩევს: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ალჟირი, ანგოლა, ბანგლადეში, ბურკინა ფასო, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კოლუმბია, ჯიბუტი, ეკვადორი, ეგვიპტე, ერითრეა, ეთიოპია, ჰაიტი, ინდოეთი, ირანი, ისრაელი, კოტ დივუარი, იორდანია, კენია, კოსკოვი, ლიბანი, მადაგასკარი, მალაიზია, მალი, ნეპალი, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, კონგო, საუდის არაბეთი, სუდანი, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, უგანდა, ვენესუელა, დასავლეთ საჰარა.
ლურჯად მონიშნულია ის ქვეყნები, სადაც ბრიტანული უწყება მოგზაურობას არ ურჩევს მოქალაქეებს.
წითლად მონიშნულია ქვეყნები, რომლის გარკვეულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს, ხოლო მწვანედ მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნები.