მსოფლიოში უამრავი საინტერესო ადგილია, რომელთა ნახვის შესაძლებლობა ტურისტებს არ ეძლევათ. დიდი ინტერესის მიუხედავად, ასეთი ტერიტორიები საზოგადოებისთვის ან დახურულია ან მათი ნახვა საერთოდ აკრძალულია.
უეზერის მთა
უეზერის მთა აშშ-ში, ვირჯინიის შტატში მდებარეობს. აქ აშენებულია სწრაფი ოპერაციების ცენტრი, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის მართვას შეძლებს. შენობის დიდი ნაწილი მიწის ქვეშაა განთავსებული. მთის ტერიტორიაზე შესვლა მაღალჩინოსნებსაც ეკრძალებათ. ცენტრს უსაფრთხოების სამსახური იცავს. ცენტრში საკუთარი კანონები აქვთ და უცხო პირებისთვის შესვლა კატეგორიულად აკრძალულია.
შპიცბერგენის სათავსო
ნორვეგიაში, შპიცბერგენის მთაზე 2006 წლიდან არსებობს სპეციალური სათავსო, რომელიც ინახავს მცენარეების თესლებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. შენობა-გვირაბი ააგეს იმ მიზნით, რომ გლობალური კატასტროფის შემთხვევაში, ადამიანებმა აგრარული კულტურის გადარჩენა შეძლონ.
ჯავარის ველი
ბრაზილიაში, ჯავარის მდინარის მიმდებარე ტერიტორია სპეციალურად იზოლირებულია, რათა აქ მცხოვრები ტომები დაიცვან. ტერიტორიაზე 14 ტომია დასახლებული, რომლებსაც არავითარი წარმოდგენა ან გამოცდილება არ აქვთ გარე სამყაროზე. ჯამში, მათი რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს, ხოლო ტერიტორიის ფართობი 85,444.82 კვ კილომეტრს.
კლუბი 33
1967 წელს უოლტ დისნეიმ ახალ ორლეანში დააარსა სპეციალური კლუბი, რომელიც აერთიანებდა ცნობილ ინვესტორებს, საზოგადო პირებსა თუ პოლიტიკოსებს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში გაერთიანება შეუძლებელია, ხოლო შესვლა, მეტწილად აკრძალული, აქ შეღწევა მაინც შესაძლებელია 14 წლის ლოდინისა და ერთ ადამიანზე 10 450 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში. კომპანიებს კლუბის დათვალიერება 27 500 აშშ დოლარად შეუძლიათ. გარდა ამისა, კლუბის წევრები წევრობის შესანარჩუნებლად ყოველწლიურად 3 275 აშშ დოლარს იხდიან.
ეს ვედრას კუნძული
კუნძულზე, რომელიც ესპანეთის ნაპირებთან იმყოფება, შესვლა აკრძალულია. საქმე ის არის, რომ ეს ვედრაზე ხშირად მწყობრიდან გამოდის ტექნიკა, ხოლო კომპასები არასწორ მიმართულებას აჩვენებენ. ეს ამოუცნობი ენერგია , ხშირ შემთხვევაში, მნახველებისთვის საფრთხის შემცველია. ესპანეთის მთავრობამ კუნძული ნაკრძალად აღიარა.