იაპონური კორპორაცია „ტოშიბა“ ტელევიზორების ბიზნესის გაყიდვას გეგმავს.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, საკითხი მომავალი წლის დასაწყისამდე გადაწყდება. წინასწარი მონაცემებით, გარიგება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს.
სავარაუდო მყიდველს შორის რამდენიმე ჩინური კომპანია, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი თურქული კომპანია „ვესტელი“ სახელდება, რომელიც მანამდე უკვე ახდენდა „ტოშიბას“ ტელევიზორების წარმოებას ლიცენზიით ევროპულის ბაზრისთვის.
იაპონურ კორპორაციაში რესტრუქტურიზაცია კომპანიის ამერიკული შვილობილის Westinghouse Electric-ის გაკოტრების შემდეგ გადაწყვიტეს.
„ტოშიბამ“ პირველი ფერადი ტელევიზორი იაპონიაში 1960 წელს გამოუშვა.