მომხმარებელი პრე-როლის ფორმატის რეკლამისადმი ყველაზე ლოიალურია

ვიდეორეკლამის სახეობებს შორის მომხმარებლისთვის პრე-როლების მიმართ ყველაზე ლოიალურია.

შესაბამისი კვლევა სარეკლამო კომპანიებმა PG Mediabrands-მა და YuMe-მ ჩაატარეს. კვლევის ფარგლებში ავტორებმა დაახლოებით 7 ათასი ადამიანის ქცევა შეისწავლეს, რომლებიც დღის განმავლობაში ნახულობდნენ კონტენტს პრე-როლით, მიდროლით - რეკლამა ვიდეოს შუაში და outstream-რეკლამა (რგოლი სტატიაში).

კვლევის თანახმად, მომხმარებლებმა ყველაზე ნაკლებად მომაბეზრებლად პრე-როლები დაასახელეს. კვლევაში მონაწილეთა 63%-ით თქმით, პრეროლები მათთვის არ არის გამაღიზიანებელი, 17%-ის განცხადებით კი პირიქით. გამოკითხულთა 60%-ის თქმით, მათთვის მიუღებელია outstream-ფორმატის რეკლამა, 72%-ის განცხადებით კი მიდროლები.

რაც შეეხება პრე-როლების ეფექტურობას, კვლევის მიხედვით, კვლევაში მონაწილეთა 65%-მა ზუსტად დაასახელეს ის ბრენდები, რომლებიც რეკლამის მეშვეობით ნახეს.

პრე-როლები ასევე დასახელდა ყველაზე მიმზიდველ ფორმატად მობილური მოწყობილობებისთვის. ამ მოსაზრებას იზიარებს კვლევაში მონაწილეთა 54%.

პრე-როლი ვიდეორეკლამის სახეობაა, რომელიც ვიდეორგოლის დაწყებამდე გადის.