ქალის ტანსაცმლის ბრენდი Bebe ყველა მაღაზიას ხურავს.
კომპანია მხოლოდ ონლაინ რეალიზაციის რეჟიმზე გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.
კომპანია, თავდაპირველად 21 მაღაზიას დახურავს, რომელში ტანსაცმლის დაახლოებით 12%-ის რეალიზაცია ხდება. საერთო ჯამში, კომპანია მის მფლობელობაში არსებულ ყველა - 175 მაღაზიას დახურავს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზარალი ნახა.