სამართალდამცველებმა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდეს 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - Master.
საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.