გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ხვალ, პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ანგარიშს წარუდგენს.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის მეშვეობით პარლამენტის ეზოში ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, მაგნიტური გამოსხივებისა და ხმაურის მაჩვენებლებს გაზომავენ.
კომიტეტის სხდომა 16:00 საათისთვის დაინიშნა.