ლუდზე აქციზის განაკვეთი მასში ალკოჰოლის მიხედვით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილება ერთ-ერთია, რომელიც „საგადასახადო კოდექსში“ შედის.
„საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თემაზე მედიასთან ვრცლად ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმა ისაუბრა. სხვა ცვლილებებთან ერთად ძნელაშვილმა ყურადღება სწორედ ლუდზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით გაამახვილა.
„ლუდზე აქციზის განაკვეთი დღეს დადგენილია ფიქსირებული განაკვეთით, ამიერიდან დადგენილი იქნება მასში ალკოჰოლის მიხედვით, რაც მეტ საშუალებას მისცემს კომპანიებს მოქნილი საფასო პოლიტიკა იქონიონ და ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით თვითონ არეგულირონ გადასახადის ოდენობა“, - განაცხადა ძნელაშვილმა.