თებერვალში უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა

თებერვალში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციები ერთ თვეში 7,8 %-ით, ერთ წელიწადში კი 14%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 38 751 ერთეული შეადგინა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იანვართან შედარებით გასულ თვეში პირველად ბინებზე ტრანზაქციების 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც შეეხება მეორად ბინებს -მატებამ 8.4% შეადგინა.

წლიური მაჩვენებლით, ახალი ბინების გაყიდვები 4%-ით გაიზარდა, ხოლო მეორადების - 16,4%-ით.

შესაბამისად, მეორადი ტრანზაციების წილი მთლიან გაყიდვებში 82,6%-მდე გაიზარდა და 32 021 ერთეულს მიაღწია.

”წლევანდელი თებერვალი 2010-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის თებერვალთან შედარებით - მატებამ 25.7% შეადგინა, 2011 წლის თებერვალთან - 0.9%-ით, 2012 წლის თებერვალთან კი - 5.4%-ით”, - აცხადებენ საჯარო რეესტრში.