საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციურ კომპონენტში გამარჯვებულ ცხრა სტარტაპერს დააჯილდოებს.
როგორც საპარტნიორო ფონდი იუწყება, მოეწყობა „სტარტაპ საქართველოს“ ღია კარის დღე, სადაც პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. ასევე, კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სტარტაპერებისგან, რომლებმაც უკვე გაიმარჯვეს “სტარტაპ საქართველოს” კონკურსში.
თბილისის მერიამ გამოყო ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით: თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-თბილისი. ავტობუსი 16:30-დან განთავსდება 9 აპრილის პარკის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩის დასაწყისში. (ავტობუსი ოქროყანის მიმართულებით გავა 17:00 საათზე)
ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში, 18:00 საათზე დაიწყება.
„სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15
„სტარტაპ საქართველო“ პოტენციური სტარტაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს.