ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის "ტორპედოს" ფასი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Sportall.ge აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ექსპერტიზამ "ტორპედო" 600 000 ლარად შეაფასა და სწორედ ეს ფასი იქნება აუქციონზე საწყისი ფასი.
აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ქუთაისის მერიას და ახლა უკვე მისი გადასაწყვეტია, თუ როდის გავა ქუთაისური კლუბი აუქციონზე. როგორც მერიაში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი ეტაპისთვის.
"ტორპედოს" შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავს. ამასთან, იგი მზადაა, კლუბი წლიურად 500 000 ლარით დააფინანსოს.