”კრედომ” 4 მილიონი დოლარის სესხი მიიღო

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოს" 4 მილიონი დოლარის მოცულობის კრედიტს გამოუყოფს.

სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციას საშუალებას მისცემს, გაზარდოს კრედიტების გაცემა იმ მეწარმეებზე, რომლებსაც ფინანსებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ.

”ეს პროექტი დაეხმარება კრედოს, დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა გრძელვადიან დაფინანსებაზე, განსაკუთრებით ლარში", - განაცხადა "კრედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლილიანა სპასოევიჩმა.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი IFC -ის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს.

1995 წლიდან, რაც საქართველო IFC-ის წევრი გახდა, უცხოური ორგანიზაციის ინვესტიციებმა საქართველოში 695 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

”კრედო” ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოში. მისი მიზანი დაბალშემოსავლიანი მეწარმეებისთვის და მიკრო და მცირე ბიზნესისთვის მდგრადი ფინანსური მომსახურების გაწევაა, განსაკუთრებით სოფლად. ”კრედოს” 40 ფილიალი აქვს და 140 ათასზე მეტ კლიენტს ემსახურება.