ამერიკული კომპანია „კოკა-კოლა“ დაახლოებით 1 200 სამუშაო ადგილს გააუქმებს.
კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილების საფუძველი კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებაა.
კომპანიაში თანამშრომელთა შემცირებები 2017 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და გაგრძელდება 2018 წელსაც.
პირველი კვარტლის მონაცემებით, „კოკა-კოლას“ გაყიდვები 31 მარტამდე 1%-ით დაეცა.
„კოკა-კოლას“ ისევე, როგორც მისი მთავარი კონკურენტი „პეპსის“ გაყიდვების შემცირება უკავშირდება იმას, რომ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა სულ უფრო ნაკლებად ინტერესდება მათი პროდუქციით.
„კოკა კოლაში“ მსოფლიო მასშტაბით 100 000 ადამიანი მუშაობს.