ლეგენდარული ფილმის „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის დართ ვეიდერის 24-კარატიანი ოქროსგან ჩამოსხმული ნიღაბი 1,4 მილიონი დოლარად გაიყიდება.
„ვარსკვლავური ომების“ ფრანჩიზას 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი ნიღაბი ტოკიოში „გინზა ტანაკას“ საიუველირო მაღაზიაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, მაღაზიაში წარმოდგენილია ფილმთან დაკავშირებული 24-კარატიანი ოქროს მონეტებიც, რომელთა ღირებულება 1,202-დან 11,124 დოლარამდეა.
ძვირფასი ნივთების გაყიდვა 4 მაისს, „ვარსკვლავური ომების“ ფრანჩიზას დაბადების ოფიციალური თარიღის დღეს იგეგმება.
მიმდინარე წლის დეკემბერში კომპანია „უოლტ დისნეი“ „ვარსკვლავური ომების“ მორიგ ფილმს, სახელწოდებით „უკანასკნელი ჯედაი“ წარმოგვიდგენს. 2015 წელს გამოსულმა ფილმმა „ვარსკვლავური ომები 7 - ძალის გამოღვიძება“ ამერიკის მასშტაბით 936 662 225 მილიონი დოლარის სალარო შემოსავლების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა. შესაბამისად, ახალი ფილმის მიმართ მოლოდინი ამ მხრივაც ძალიან მაღალია.
კოკა კვირკველია