კობა გვენეტაძე - საქართველოში არის ლარის მცურავი კურსი, ამიტომ იქნება მერყეობები ორივე მიმართულებით

საქართველოში არის ლარის მცურავი კურსი, ამიტომ იქნება მერყეობები ორივე მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

,,საქართველოში არის ლარის მცურავი კურსი, ამიტომ იქნება მერყეობები ორივე მიმართულებით. ეროვნული ბანკი არ აკეთებს კომენტარებს ლარის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით”,- განაცხადა გვენეტაძემ.