ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ეროვნული ბანკის მოსაზრებების გაზიარება მოხდა , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად მოხდა ეროვნული ბანკის მოსაზრებების გაზიარება.
,,ჩვენი მოსაზრებების გაზიარება მოხდა. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ამ კომისიის მუშაობის დროს. ის მოსაზრებები, რომელიც ჩვენ და ასევე კომისიის სხვა მონაწილეებს ჰქონდათ, საბოლოო პროექტში ასახულია”, - განაცხადა გვენეტაძემ.