სოციალური ქსელების მომხმარებლებმა „ფეისბუქის“ რეკლამები ყველაზე მომაბეზრებლად დაასახელეს.
BI Intelligence კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45%-ს მიაჩნია, რომ „ფეისბუქზე“ განთავსებული სარეკლამო პოსტები ყველაზე მოსაბეზრებელია. ამავე კითხვაზე 43% YouTube-ს ასახელებს. 6%-სთვის მომაბეზრებელია „ტვიტერზე“ განთავსებული რეკლამა, 3%-სთვის „ინსტაგრამსა“ და „სნაპჩეტზე“, ხოლო 1%-სთვის LinkedIn-ზე.
სპეციალისტთა აზრით, „ფეისბუქისა“ დაYouTube-ის ასეთი მაღალი პროცენტულობა იმის მაჩვენებელიცაა, რომ მომხმარებლები ამ ორ პლატფორმას სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით, ყველაზე მეტ დროს უთმობენ. შესაბამისად, ყველაზე ხშირად ხედავენ აქ გამოქვეყნებულ რეკლამებსაც.
კვლევის მიხედვით, YouTube-ის დასპონსორებული კონტენტი ახალგაზრდებს უფრო აბეზრებს თავს, ვიდრე ზრდასრულებს, ხოლო ფეიბუქის შემთხვევაში - პირიქით.
„შესაძლოა ეს იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ზრდასრული ხალხი, რომელიც ტელევიზორის ეკრანს უფრო მიჩვეულია, გაცილებით წყნარად რეაგირებს რეკლამებზე, რომლებიც პროგრამების შუაში ჩნდება“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
BI Intelligence -ის გამოკითხვაში 1740 მომხმარებელი მონაწილეობდა.