სუპერმარკეტების ქსელი "სმარტის" ერთ-ერთი ობიექტი გლდანში დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიხურა. კომერციულ ფართში ოპერირებას "კარფური" გააგრძელებს.
ამის შესახებ Allnews.ge-ს "სმარტის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია დარჩიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სუპერმარკეტის დახურვის მიზეზი კომპანიის შეცვლილი სტრატეგიაა, რომელიც საშუალო ფორმატის სუპერმარკეტებზე გადასვლას გულისხმობს. ნატალია დარჩიაშვილის თქმით, დიდი ზომის ობიექტები ფინანსურად ნაკლებად მომგებიანია.
"სამომავლო გეგმების მიხედვით, ვაპირებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, გავაფართოვოთ საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ქსელი", - განმარტავს ის. თუმცა, კონკრეტულად ვერ ადასტურებს, განაგრძობს თუ არა ფუნქციონირებას რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე განთავსებული დიდი ობიექტები. იხილეთ გაგრძელება