სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი, ყავა და ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი - სიგარეტი (ჯამში 10640 ღერი), ყავა (40,9 კგ) და ალკოჰოლური სასმელი (ჯამში 26.7 ლიტრი) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქე პ.პ-სა და რუსეთის მოქალაქე გ.ს-ს, ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა 1,000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სომხეთის მოქალაქე მ.ს-ს ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.