ყაზბეგში ტრავმატული იარაღი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, 1 ცალი ტრავმატული იარაღი, 31 ცალი ტყვიით აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.