აუქციონის ბრიტანული სახლი Bonhams-ს მიხაელ შუმახერის პირველ ბოლიდს ერთ მილიონ ევროდ ყიდის.
შუმის კარიერის დასაწყისი "ბენეტონთანაა" დაკავშირებული. სწორედ ამ გუნდში მოიპოვა მიხაელმა თავისი პირველი (1994) და მეორე (1995) ტიტულები.
ბოლიდი, რომლითაც შუმახერმა "ბენეტონში" ასპარეზობა დაიწყო, მაისში აუქციონზე გაიყიდება - საწყისი ფასი 750 000 ევროა. აუქციონის ხელმძღვანელები Benetton-Ford B191-ის დაახლოებით 1 მილიონ ევროდ გაყიდვას ვარაუდობენ.
მიხაელმა ამ ბოლიდით 1991 და 1992 წლებში 8 გრანპრიზე იასპარეზა. Benetton-Ford B191-ს ახლა 650-ცხენისძალიანი Cosworth-V8-ძრავა აქვს. ამავე ბოლიდით ასპარეზობდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნელსონ პიკეც და 1991 წელს კანადის გრანპრიც მოიგო.
Bonhams ყოველთვის ლეგენდარულ სარბოლო ავტომობილებს ყიდის. 2013 წელს ამ აუქციონზე 1954 წლის "ზილბერპფაილი" 19,6 მილიონ ფუნტად გაიყიდა, რომელსაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ხუან მანუელ ფანხიო მართავდა.