მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად 47.2 მლნ ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა.
როგორც მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს საქართველოსთვის გათვალისწინებული ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებაა (DPO2).
განვითრების პოლიტიკის ღონისძიება მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების პროგრამას. აღნიშნული პროგრამა ძირითადად მიმართულია სახელმწიფო ორგანიზაციების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერებასა და საჯარო სამსახურის ბიუჯეტირების გაუმჯობესებაზე, ისევე როგორც სოციალური მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, დაფინანსება განხორციელდება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მოქნილი სესხით, რომლის მოცულობა 47.2 მლნ ევროს შეადგენს.