”ნაბეღლავი” აპრილიდან 0,2 ლიტრიან ბოთლს ახალი თავსახურით გამოუშვებს

კომპანია "წყალი მარგებელი" "ნაბეღლავის" 0,2 ლიტრიან შეფუთვას ახალი, მოსახერხებელი თავსახურით გამოუშვებს.

კომპანიაში რამდენიმე თვეა ამ ცვლილებისთვის ემზადებიან. მათი განცხადებით, ახალი თავსახურით ბოთლი ბევრად მოსახერხებელი და კომფორტული გახდება მომხმარებლისთვის. დღემდე ბოთლის გახსნას გასახსნელი სჭირდებოდა, აპრილის დასაწყისში ბოთლს ხრახნიანი თავსახური ექნება.

კომპანიის ინფორმაციით, 0,2-იანი შეფუთვა ძირითადად Horeca-ს ქსელებში იყიდება, თუმცა ამ პროდუქტზე მოთხოვნა სუპერმარკეტებშიც მაღალია.

”დღეისთვის სავაჭრო ქსელში "ნაბეღლავი" ოთხნაირი შეფუთვით არის, კერძოდ, პეტის 1 და 0,5 ლიტრიანი და შუშის 0,75 და 0,2 ლიტრიანი შეფუთვა.