ავტომობილების კვლევითი კომპანია iSeeCars-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მყიდველთა 1,5% ახალი ავტომობილის შეძენიდან რამდენიმე თვეში ისევ ყიდის მანქანას.
კვლევის მიმდინარეობისას კომპანიის ექსპერტებმა 24 მილიონი ავტომობილის შეძენა გააანალიზეს. როგორც გაირკვა, ყველაზე ხშირად ყიდვიდან პირველივე წელს მომხმარებელი ისეთ ცნობილ მოდელებს ყიდის, როგორებიც BMW და Mercedes-Benz არიან.
გთავაზობთ 11 ავტომობილს, რომელსაც მფლობელები მალევე „იშორებენ თავიდან“.
BMW 3 Series
კვლევის თანახმად, მომხმარებელთ 8% პირველივე წელს ყიდის ამ მოდელს. კვლევის ავტორთა თქმით, მიუხედავად ამ მოდელის სტატუსისა, მისი შეძენიდან რამდენიმე თვეში მფლობელები ხვდებიან, რომ ავტომობილი კარგავს ელიტურობას და ამიტომ ადავილად ელევიან ამ მოდელს. მისი ყიდვა პირველადი ფასისგან განსხვავებით, 18%-ით ნაკლებად არის შესაძლებელი.
BMW 5 Series - 7.1%
ექსპერტთა აზრით, ხშირად მფლობელები იმიტომ ყიდიან აღნიშნულ მოდელს მალევე, რომ ვერ ეგუებიან იმ ტექნოლოგიებს, რასაც კონკრეტული მოდელი მათ სთავაზობს და ეს მფლობელისთვის ზოგჯერ არაკომფორტულია. BMW 5 Series-ის მეორადი გაყიდვის ფასი 18,2%-ით ნაკლებია საწყის ფასზე.
Mercedes-Benz C-Class - 6.1%
პირველივე წელს მანქანის გაყიდვის საკმაოდ მაღალი პროცენტი მოდის „მერსედესის“ აღნიშნულ მოდელზე, რომლის მეორადი გასაყიდი ფასი პირველად ფასზე 19,6%-ით ნაკლებია
Nissan Versa Note - 4%
Dodge Dart - 3.9%
BMW X3 - 3.9%
BMW 4 Series - 3.9%
Mercedes-Benz E-Class - 3.9%
Chrysler 200 - 3.8%
Subaru WRX - 3.3%
Nissan Versa - 3.2%