თბილისის შემოვლითი რკინიზგის პროექტი რომ დამთავრდეს, ასტრონომიულ ციფრებთან მივდივართ , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ალავიძის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ირიბადაა ჩართული შემოვლითი რკინიგზის საკითხში და ეს მერიისა და რკინიზგის პრეროგატივაა.
„რკინიგზის ნაწილი, რომელიც გაკეთებულია, ბევრჯერ გადამოწმდა და რომ დამთავრდეს, ისეთ ასტრონომიულ ციფრებთან მივდივართ, რომ პრობლემატურია ეს საკითხი. რკინიგზას აქვს 2 ალტერნატიული ვარიანტი, რომლის განხილვებიც მიმდინარეობს. ეს პროექტი რომ დასრულდეს ძველი ან ახალი ვარიანტით, რამდენიმე ასეული მილიონია კიდევ დასამატებელი”, - განაცხადა ალავიძემ.
მისივე თქმით, პროექტი აუცილებლად განხორციელდება, „მაგრამ რამდენიმე ასეული მილიონი ლარის მოძიება, ასე, ერთ დღეში არ ხერხდება“.