შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ის წყაროები დაასახელა, საიდანაც მოსახლეობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტების შესახებ შეიძლება ინფორმაცია მიიღოს.
როგორც სერგენკომ განმარტა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15-05 და ეს არის მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რაიონში არსებული საყოველთაო ჯანდაცვის ოფისები.
"ცხელ ხაზს განსაკუთრებული, დეტალიზებული შეკითხვების შემთხვევაში აქვს კიდევ მეორე შიდა ხაზი, სადაც უკვე ამ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები უპასუხებენ მოსახლეობას. ეს სისტემა წინასწარ კარგად არის შემოწმებული, ტესტირებულია და რაიმე სახის შეფერხებას არ ველოდებით. პირველ დღეებში, ალბათ, კითხვების რაოდენობა ბევრი იქნება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თავის დროზე, 2013 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა, თავისი ინფორმაციული მასშტაბით ეს ბევრად დიდი პროექტი იყო და ინფორმაციის სწორი მიწოდება შევძელით",- განაცხადა სეეგეენკომ.