კომპანია ზარაფხანას კოლექციებში რამდენიმე ძვირადღირებული სამკაულია, რომელთა ღირებულებაც 10 ათას ლარს აღემატება.
ეს ოთხი ყველაზე ძვირად ღირებული სამკაული შემდეგ კოლექციებში შედის: „თამარ მეფე“; „ვეფხისტყაოსანი“; „ავთანდილის კოლექცია“ და „ირაკლი ნასიძის“ კოლექცია.
აქედან, ყელსაბამი „თამარ მეფის“ კოლექციიდან 11 677 ლარი ღირს; ოქროს ყელსაბამის ღირებულება, რომელიც შედის კოლექციაში „ვეფხისტყაოსანი“ - 11 252 ლარი; ირაკლი ნასიძის კოლექციაში არსებული ყელსაბამის ფასი 10 018 ლარია; ხოლო „ავთანდილის კოლექციაში“ არსებული ყელსაბამის ღირებულება - 12 969 ლარი.
კომპანია ”ზარაფხანას” ისტორია 1939 წელს იწყება. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე საწარმო კერძო საკუთრებაშია და მისი ძირითადი პრიორიტეტი საიუველირო მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარებაა.
იხილეთ ფოტოგალერეა