აჭარიდან გურიაში მორიგი ასწლოვანი ხე გადააქვთ

აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში მორიგი ასწლოვანი ხის გადატანა მიმდინარეობს. კედრის ხე ამ წუთებში ზღვაში სპეციალურ ტრანსპორტზეა მოთავსებული და გურიის მიმართულებით, კომპანია "გზა" -ს გადააქვს.

კედრის ხის გადატანა ამჯერად მახინჯაურის ტერიტორიიდან განხორციელდა. რამდენიმე დღის წინ, ამავე კომპანიამ მახინჯაურის ტერიტორიიდან ასწლოვანი ტიტას ხე დენდროლოგიურ პარკში გადარგო.

არსებული ინფორმაციით, აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა.