ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან იპოთეკით დაზარალებულების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები , დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, მათი პრობლემა დღესაც მოუგვარებელი რჩება.
,,უკვე რამდენიმე წელია ასე ვიკრიბებით პარლამენტთან და ვითხოვთ ჩვენი პრობლემების მოგვარებას. ვითხოვდით დაბალპროცენტიან სესხებს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. დღეს ჩვენი მოთხოვნები შეიცვალა და გვინდა, რომ საქართველოში საერთოდ აიკრძალოს კერძო იპოთეკარების საქმიანობა“ ,- აცხადებენ აქციის მონაწილეები და ფართომასშტაბიან აქციებსაც აანონსებენ.