თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ რუსეთმა თურქეთისთვის დაწესებული სავაჭრო სანქციები უნდა მოხსნას. აღნიშნულის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოჭში გამგზავრებამდე განაცხადა.
„თუ გვსურს 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო ბრუნვას მივაღწიოთ, მაშინ სასწრაფოდ და სრულად უნდა მოიხსნას ყველა ეს შეზღუდვა“, - განაცხადა ერდოღანმა.
დღეს, ქალაქ სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართება.
ეს რიგით მეხუთე შეხვედრა იქნება ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის, რაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს, განსაკუთრებით სირიის კონფლიქტს.
ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის ბოლო შეხვედრა 10 მარტს, კრემლში გაიმართა.