ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს 450 მილიონი ლარი ასესხა

ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 450 მილიონი ლარი შეადგინა, განაცხადი სამ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა.

სესხების მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.01 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.