ევროპაში ყველაზე დიდი სტუდენტური ჰაკათონი, HACK@MACS თბილისში ხვალ დაიწყება

დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კამპუსში, დიდ დიღომში, ევროპაში ყველაზე დიდი სტუდენტური ჰაკათონი HACK@MACS დაიწყება, რომელიც სამ დღეს გასტანს.

HACK@MACS-ი სტუდენტური ორგანიზაცია UNIHACK-ისა და თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სკოლის ორგანიზებით იმართება. ჰაკათონი 500 მონაწილეზეა გათვლილი და 48 საათს გასტანს. ჰაკათონის განმავლობაში 10 სპიკერის გამოსვლა იგეგმება, ხოლო საპრიზო ფონდი 10 000 ლარი იქნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე სკოლის მოსწავლეებს და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, თუმცა საპრიზო ფონდი მხოლოდ სტუდენტებსა და მოსწავლეებზეა გათვლილი.

მონაწილეთა რეგისტრაცია 17 საათზე დაიწყება და 2 საათს გასტანს. 19 საათიდან ჰაკათონი გახსნილად გამოცხადდება.

ჰაკათონის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ hack@MACS იქნება საუკეთესო ადგილი, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო და ყველაზე სხარტი 500-მდე სტუდენტი მოიყრის თავს.