ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა - Esquire მსოფლიოს საუკეთესო ნატურალურ ღვინოებს შორის ქართული ღვინო "თავკვერი" დაასახელა.
ჟურნალის მაისის ნომერში გამოქვეყნებულ რეიტინგში ის ნატურალური ღვინოები მოხვდა, რომელთა ფასიც 40 ამერიკულ დოლარს აღემატება.
ამერიკულმა ჟურნალმა ქართული ღვინოებიდან ამერიკელი მეღვინის, ჯონ ვურდემანის მიერ შექმნილი კომპანია „ხოხბის ცრემლების" წარმოებული წითელი მშრალი ღვინო „თავკვერი" (2013 წლის მოსავალი) გამოარჩია. აღნიშნული ღვინის სიმაგრეა 12%. ამ სახეობის ღვინოს აწარმოებენ ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან, რომელიც შიდა ქართლში გვხვდება.
"მსუბუქი წითელი "თავკვერი" თიხის ჭურჭელშია დამზადებული, რომელსაც ფუტკრის ცვილით ფარავენ და მიწაში დებენ", - ვკითხულობთ სტატიაში. იხილეთ გაგრძელება