წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია ავრცელებს.
კომპანია „ლაზის“ დირექტორის გონერ სალიას განცხადებით, ჩინელ ინვესტორებთან, კერძოდ, „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიურ კომპანიასთან“ ურთიერთობა გასულ წელს დაიწყეს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე 1 კილოგრამი ჩაის ფასი ჩინეთში 300-400 დოლარია.
„საცდელი გადამუშავება შარშან მოხდა და 2 ტონა პროდუქცია გამოვუშვით. პირველი პარტია ჩინეთში წინა წელს 80 და 100 დოლარად გაიყიდა. ახლა კი დამზადების ტექნოლოგია და ხარისხი გაუმჯობესდა და წალენჯიხაში წარმოებული 1 კილოგრამი ჩაი ჩინურ ბაზარზე 300-400 დოლარად იყიდება“, - აცხადებს სალია.
მისივე თქმით, ჩინელმა ინვესტორებმა, კომპანიაში პირველი ეტაპისთვის 80 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.
კომპანიაში ჩინური ტექნოლოგიით მწვანე და შავი ბიო ჩაის იწარმოება. ამ ეტაპზე ჩაის კრეფის პროცესში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
„ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანია“ სამომავლოდ ინვესტიციების გაზრდას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.