საკრედიტო ისტორია გახლავთ თქვენი სესხებისა, მათი დაფარვის თარიღებისა და სტატუსების შესახებ არსებული სრული ინფორმაცია.
საკრედიტო ისტორია მოიცავს ისეთ ინფორმაციას როგორიცაა:
• თქვენი დაბადების დრო და ადგილი
• თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები
• თქვენი საიდენტიფიკაციო მომაცემები
• თქვენი პირადი ანგარიშის ნომერი
• თქვენი საცხოვრებელი ადგილი
• თქვენი სესხების ოდენობა
• თქვენი სესხების ვადები
• თქვენი მიმდინარე საკრედიტო ვალდებულებები
სესხის გაცემამდე, პოტენციური კლიენტის საკრედიტო ისტორიის განხილვას აწარმოებს ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაცია და სწორედ მასში მოცემული ინფორმაცია გახლავთ სესხის დამტკიცების ან უარყოფის ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი.
საკრედიტო ისტორიის განხილვისას ხდება სესხების მიმართ თქვენი დამოკიდებულების დადგენა და იმის გადაწყვეტა, ხართ თუ არა პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე და გადახდის უნარის მქონე ადამიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ ხვდებით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კარგი საკრედიტო ისტორიის ქონა.
სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში, vivus.ge-ს ბლოგი გიამბობთ, იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეუქმნათ საკუთარ თავს კარგი საკრედიტო ისტორია.
საბანკო ანგარიში
საბანკო ანგარიშის ქონა, საკრეტიტო ისტორიის კარგი დასაწყისია.
სწორედ საბანკო ანგარიში იძლევა თქვენი შემოსავლებისა და გასავლების ოფიციალურად დაფიქსირების საშუალებას.
თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ შემნახველი ან საკრედიტო ბარათი, რომელიც თქვენი ფინანსური შესაძლებლობების თვალსაჩიონება იქნება.
დროულად დაფარეთ კრედიტები
იმ შემთხვევაში თუ სესხის გადახდას აგვიანებთ და დროულად არ ფარავთ ყოველთვიურ გადასახადებს, თქვენი საკრედიტო ისტორია აუცილებლად დალაქავდება.
ეს გარემოება მომავალში აუცილებლად შეგიქმნით დაბრკოლებებს.
ამიტომ სესხის იმ ვადებში დაფარვა, რომლებიც წინასწარ არის განსაღვრული და რომელთა მიხედვითაც აღებული გაქვთ თანხის გადახდის ვალდებულება თქვენი საკრედიტო ისტორიის ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.
აღრიცხეთ სხვა გადასახადები
ყოველთვიური გადასახადების, მაგალითად საკაბელო ტელევიზია, ტელეფონი, ინტერნეტი და ა.შ. საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვით, თქვენ ახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ გადამხდელუნარიანი ბრძანდებით.
და ბოლოს, საკრედიტო ისტორიის მიზანი სესხის მარტივად მიღება გახლავთ. მარტივი სესხების მიღების საკეთესო საშუალება კი არის მიკრო საფინანსო ორგანიზაცია vivus ge, რომელიც საერთაშორისო კომპანია 4finance-ს ბრენდია და მაღალი ხარისხის სერვისებით გამოირჩევა.
ქართულ ბაზარზე ის 2013 წელს შემოვიდა და მას შემდეგ მყარად ინარჩუნებს საკუთარ სეგმენტში ლიდერის პოზიციას.
Vivus credit –ის მიღება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად, მარტივად და ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პროცენტში.
არაერთი სხვა მიკროსაფინანსო სესხებისგან განსხვავებით vivus ge - ში თანხას რამდენიმე წუთში მიიღებთ.
(R)