2017 წლის პირველ კვარტალში 1 332 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 92 შემთხვევით ნაკლებია.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 41 ავტოსაგზაო შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული. საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 110 ადამიანი გარდაიცვალა, 1 856 კი დაშავდა.