საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვალერი კვარაცხელია საქმიანობის გაგრძელებას ბიზნესში გეგმავს.
როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს, ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. მან შესაბამისი განცხადებით პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს მიმართა. კვარაცხელიას თხოვნა დღეს დაკმაყოფილდა.
ვალერი კვარაცხელია მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის კვარაცხელიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე.