Viber-ით ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვის პრობლემა დიდად აქტუალური არ არის, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებითაც ყურადღებით არიან , - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა Viber-ით ნარკოტიკული საშუალებების შეთავაზების შესახებ ინფორმაციას. როგორც შალვა ხუციშვილმა განაცხადა, განვითარებულ ქვეყნებში ამას ე.წ ”დარქ ნეტს” ეძახიან.
”Viber- ით ხდება თუ სხვა შესაძლებლობების მეშვეობით, მოგეხსენებათ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ამას ეძახიან ”დარქ ნეტს”, რომლის მეშვეობითაც ხდება იგივე ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა. ეს პრობლემა საქართველოში დიდად აქტუალური არ არის, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებითაც ყურადღებით არიან და ყველა ასეთ შემთხვევაზე, თუკი დაფიქსირდება, ჩვენ სათანადო მზადება და ცოდნა გვაქვს, რომ გამოვავლინოთ და აღვკვეთოთ”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს Viber-ში ნარკოტიკების ყიდვის შეთავაზება მისდით.