მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ავიაციისთვის განკუთვნილი საწვავი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და აქციზისგან გათავისუფლდება. ინიციატივის მიზანი შიდა ავიაციის წახალისება და ტურიზმის ხელშეწობაა.როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, შედეგად, ახლო მომავალში საავიაციო ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას უნდა ველოდოთ
მთავრობის ინიციატივას დადებითად აფასებს „ეარ ჯორჯიას“ კონსულტანტი. გიორგი კოდუას განმარტებით, შიდა საავიაციო საწვავის აქციზისა და დღგ გადასახადისგან დაბეგვრა, კომპანიებს რთულ მდგომარეობაში აყენებდა. გიორგი კოდუას განცხადებით, პირველ ეტაპზე შიდა ფრენებიოს ფასი 5%-ით შემცირდება
ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენები თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურისა და ნატახტარის აეროპორტებიდან ხორციელდება.