მშენებლობის სექტორი  26%-ით, მილიარდ ლარამდე გაიზარდა

2013 წლის IV კვარტალში გამოშვებული პროდუქციის მოცულობა წინა კვარტალთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და 6 მილიარდ 261 მილიონ ლარს მიაღწია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან 16%-ით გაიზარდა ადგილობრივი კომპანიების გამოშვებული პროდუქცია, 3,7 მილიარდ ლარამდე, 3%-ით კი - უცხოური ფიზიკური თუ იურიდიული პირების, 2,1 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიებს, მათი პროდუქტიულობა 25%-ით გაიზარდა და 440,7 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოშვებულ პროდუქციაში ლომის წილი, 33%, მრეწველობას უკავია, რომლის მოცულობამ 10,5%-ით მოიმატა და 2,1 მილიარდ ლარს მიაღწია.

18%-ით გაიზარდა ვაჭრობასა და რემონტის სექტორში გამოშვებულმა პროდუქციამ, 1,2 მილიარდ ლარამდე.

მესამე ადგილზე მშენებლობა დაწინაურდა, რომლის წარმოებამაც 26%-ით მოიმატა, 954 მილიონ ლარამდე. მეოთხე ადგილზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა აღმოჩნდა, უცვლელი მოცულობით (880 მილიონ ლარი).

თითქმის 10%-ით გაიზარდა ოპერაციები უძრავ ქონებაზე და 440 მილიონ ლარს მიაღწია. 12,6%-იანი კლება დაფიქსირდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში (175 მილიონი ლარი).

ყველაზე მცირე წვლილი გამოშვებულ პროდუქციაში უკავია განათლებას (57 მილიონი ლარი) და სოფლის მეურნეობა-თევზჭერას (65 მილიონი ლარი).