ამერიკულმა ვებგვერდმა „მაშაბელი“ ძველი თაობის 5 მობილური წარმოადგინა, რომელთა გაყიდვაში დაბრუნებასაც ისურვებდა. ამის ერთგვარ ინსპირაციად კი გამოცემა Nokia 3310-ის ბაზარზე დაბრუნებას ასახელებს.
Motorola RAZR
Nokia 3310-ვით პოპულარული Motorola RAZR თავის დროზე „ფლიპ“ ტელეფონებში სიახლე იყო. გამოსვლის დღიდან Motorola RAZR-ის 130 მილიონი ერთეული გაიყიდა. ის იმ დროისთვის ყველაზე თხელი მობილური ტელეფონი იყო, რომელსაც ასევე გამოარჩევდა მეტალის კლავიატურა. ტელეფონი ასევე გამოირჩეოდა 1,3 მეგაპიქსელიანი კამერით. ზოგადად კი RAZR გახლდათ პირველი პრემიუმ კლასის ტელეფონი ბაზარზე iPhone-ის გამოჩენამდე.Sidekick
ეს იყო მობილური ტელეფონი უნიკალური მოძრავი ეკრანით და გააჩნდა მოცულობითი QWERTY კლავიატურა. ის იმ დროისთვის ითვლებოდა BlackBerry-ს კარგ ალტერნატივად.LG Chocolate
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „სლაიდერ-სტილის“ მქონე მობილური, რომელსაც ასევე გამოარჩევდა ჟღერადობა. ეს იყო მობილური, რომელმაც საკუთარი ადგილი აპოვნინა კომპანიას მობილურების მზარდ ბაზარზეNokia N95
Nokia N95 იყო მობილური, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, ვიდრე iPhone-მა არ „დაასამარა". 2.6-დუიმიანი ეკრანით „ნოკიას“ ეს მოდელი იმ პერიოდისთვის ყველასგან გამორჩეული იყო ყველაზე გამძლე ელემენტითა და 5-მეგაპიქსელიანი კამერით. ასევე აღსანიშნავია, რომ Nokia N95-ს ბევრად ადრე ჰქონდა ფრონტალური კამერა, ვიდრე „აიფონს“.Motorola StarTAC
სანამ RAZR მოახდენდა Motorola-ს სიმაღლეების დაპყრობას, მანამდე იყო მობილური StarTAC. ტელეფონი, რომელიც 1996 წელს გამოვიდა, პირველი „ფლიპ“ მობილური იყო.კოკა კვირკველია