"ხაჭაპურის ინდექსი" თებერვალში 4%-ით შემცირდა

ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი თებერვალში წინა თვესთან შედარებით, 4%-ით შემცირდა და 3,46 ლარი შეადგინა, - აცხადებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკურ სკოლაში (ISET), სადაც ინფლაციის დონეს ქვეყანაში ”ხაჭაპურის ინდექსის” მიხედვით ითვლიან.

”ინდექსის კლება ყველისა და რძის სხვა პროდუქტების გაიაფების ტენდენციის დასაწყისია, რომელიც საქართველოში ჩვეულებრივ, თებერვლიდან ივნისამდე გრძელდება”, - აღნიშნავენ მკვლევარები.

წელს თებერვალში იმერული ყველის ფასი, რომელიც ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტია, 8 ლარს შეადგენდა, მაშინ, როცა იანვარში 8,65 ლარსაც აღწევდა (ანუ, წლის პიკურ მაჩვენებელს).