ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა

ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა, - ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მყოფი მეშახტე იუწყება.

მისი ინფორმაციით, ოთხი მეშახტე სიმაღლიდან გადავარდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

კორესპონდენტი ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.