ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეშახტემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოთხი მეშახტე შახტის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.