ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით "საქნახშირი" განცხადებას ავრცელებს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, შახტის მფლობელი კომპანია "საქნახშირი" განცხადებას ავრცელებს.

"ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაზე მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოები, რომელზეც დაკავებული იყო შახტის სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით. სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია, რომლის უშუალო სარემოტო სამუშაოებით დაკავებული იყო ოთხი თანამშრომელი, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო ჩაწყდა სარემონტო პოზიციიდან. ბრიგადის ადგილზე მყოფმა სხვა წევრებმა შეატყობინეს დისპეტჩერს მომხდართან დაკავშირებით, რის შემდგომაც დაუყოვნებლივ გამოძახებულ იქნა სამთო მაშველთა და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება სარემონტო ბრიგადის მოძიება-გადარჩენის მიზნით. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, რომელიც დაადგენს ავარიის გამომწვევ მიზეზებს",- ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.