მეტროსადგურ „წერეთლიდან“ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულის მიზეზი მეტროსადგურში ძლიერი დაკვამლიანება გახდა.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ძლიერი დაკვამლიანების გამო მეტროდან მგზავრების გამოყვანა მოხდა.
ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
იხილეთ ვიდეო PALITRAVIDEO-ზე