პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან სტუდენტების უმრავლესობა ბიზნესის ადმინისტრირებას ირჩევს

2016 წელს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15 639 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 1 134 სტუდენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მამაკაცების რაოდენობა 581-ით აღემატება ქალების რაოდენობას.

2015 წელთან შედარებით აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული ქალების რიცხვი 506-ით, მამაკაცების კი 628-ით შემცირდა.

სტატისტიკური მონაცემებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან 2016 წელს სტუდენტების უმრავლესობამ - 3 083-მა ბინზესის ადმინისტრირება აირჩია.

მეცნიერება/საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე სწავლა ყველაზე ცოტა - 42-მა სტუდენტმა გააგრძელა. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ყველაზე ხშირად 18-20 წლის ახალგაზრდები ირჩევენ.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის მონაცემებით, 120 კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რაც 2015 წლის მაჩვენებლზე 20-ით ნაკლებია. აღნიშნული დაწესებულებიდან 82 კერძო და 38 საჯაროა. ყველაზე მეტი - 58 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში, ყველაზე ცოტა - 6 დაწესებულება კი სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს.